LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში” შეტანილი ტექნიკური რეგლამენტის ცვლილების გადავადებას – სოსო ფხაკაძე

133
სოსო ფხაკაძე (2)

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს მთავრობის გადაწყვეტილებას “შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გადავადებას. დამტკიცებული ცვლილებები მოიცავდა სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და მიდგომისათვის შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის პერიმეტრის განსაზღვრას, აგრეთვე, მაღლივი შენობებისთვის სახანძრო-სამაშველო კაბინისათვის მოედნის მოწყობის სტანდარტის დადგენას.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, მათ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა მომხდარიყო სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრიის ობიექტური და სამართლიანი ინტერესების გათვალისწინება, ვინაიდან მიღებული ცვლილებები და ახალი რეგულაციები მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა სექტორს. ორგანიზაციის ცნობით, საგულისხმოა, რომ შეცვლილი გარემოებები ქმნიდა სამართლებრივ პრობლემებსაც, როგორც დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ასევე საინვესტიციო პირობებით შეძენილი მიწის ნაკვეთების განვითარების მიმართულებით.

"ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იქნება წელს, ვიდრე დაგეგმილია" - სოსო ფხაკაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ შედეგად, ახალი რეგულაციების ამოქმედება წლის ბოლომდე გადავადდა. ამ პერიოდში კი საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამთავრობო უწყებებთან შეთანხმებით, შეარჩევს მაღალი რეპუტაციის მქონე საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს რეალობაზე მორგებულ ეროვნულ სტანდარტს, რომელიც თანხვედრაში იქნება და გაითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ზემოხსენებული სტანდარტი თავის მხრივ, უზრუნველყოფს უსაფრთხოების დაცვას და ამავდროულად დეველოპერული საქმიანობის შეუფერხებელ წარმოებას.

“საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ტექნიკურ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბიზნეს სექტორის ობიექტური და სამართლიანი ინტერესების გათვალისწინება მეტ ეკონომიკურ სარგებელს და სიკეთეს მოუტანს როგორც ბიზნესს ასევე ქვეყანას. ვიმედოვნებთ, რომ კოორდინირებული მუშაობით შევძლებთ, ისეთი სტანდარტის დანერგვას, რომელიც უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესებს. ამასთან, ჩვენ მიერ უკვე დაწყებულია საკონსულტაციო კომპანიის შერჩევა/შეფასების პროცედურები”, – აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g