LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს პროექტების მიღება გრძელდება

85

საპარტნიორო ფონდი „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტების აპლიკაციების მიღებას განაგრძობს. როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 30 59 15

მათივე ინფორმაციით, ინოვაციური კომპონენტის 9 გამარჯვებული საპარტნიორო ფონდმა დეკემბრის ბოლოს გამოავლინა, პირველ ტურში კი 36-მა აპლიკანტმა გაიმარჯვა. საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ საქართველოს“ 65 გამარჯვებული ჰყავს.

ცნობისთვის, ახალი წლიდან „სტარტაპ საქართველოს” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების შეტანა და მათი შესწავლა განხორციელდება მუდმივ რეჟიმში, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოება პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე მოხდება.

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას” მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო” მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g