LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს სექტორის ბრუნვა გაიზარდა

96

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2017 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.9%-ით გაიზარდა და 16.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2017 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 8.9 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 18.9%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიდის მაჩვენებელს.

მთლიანი ბრუნვის 42.5% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 22.6% – საშუალო, ხოლო 34.9% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში კი – მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41.6%, საშუალოზე – 24.5%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33.9%.

საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2017 წლის მეორე კვარტლის განმავლობაში 11.7 მილიარდი ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9%-ით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 7.1 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.7 %-ით მეტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები