LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესფედერაციას „ქალები მომავლისთვის” ახალი ბორდი ჰყავს

239
112

ბიზნესფედერაციაში „ქალები მომავლისთვის” ცვლილებებია – ფედერაციის წევრების ინტერესების დაცვისა და ქალთა ეკონომიკური გააქტიურებისთვის მუშაობას ბორდის ახალი შემადგენლობა გააგრძელებს. ოთხი წლის თავზე ახალი სამეთვალყურეო საბჭო ბიზნესასოციაციის წევრებმა აირჩიეს.

განახლებული ძალებით და საერთაშორისო დონეზე ბიზნესფედერაციის გააქტიურების იდეით გამგეობას შეემატნენ ახალი წევრები, რამდენიმე მათგანი კი ბორდში მეორე ვადით აირჩიეს და ამჟამად სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში არიან: ნინა კობახიძე, ქეთევან ქვარცხავა, ირმა დაუშვილი, ქეთევან გოგილაშვილი, ნათია ჯანელიძე, ნინო ჯიბლაძე, თამარ ყაჭაშვილი, მაია ჩიხლაძე, ქეთევან ჯაფარიძე, დიანა კიღურაძე, ანა ცხადაძე და  თამარ კერძაია.

გამგეობის თავმჯდომარედ წევრებმა ნინა კობახიძე მეორე ვადით აიჩიეს.

ბიზნესფედერაციაში გამგეობის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები