პირველი საერთაშორისო ბიზნესფორუმი – “იყიდე ქართული“ 50-მდე ადგილობრივი მწარმოებლის სპონსორობით 2017 წლის 10 ოქტომბერს სასტუმრო – “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი”-ში გაიმართება.
ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE. “იყიდე ქართული“-ს მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF), საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEO) და გადასახადის გადამხდელთა კავშირი (TPU). ბიზნესფორუმის საერთაშორისო პარტნიორია World-OKTA – Overseas Korean Trade Association თბილისის ფილიალი. ღონისძიების გენერალური სპონსორია სს რუსთავის აზოტი.
როგორც KAR.GE-ში აცხადებენ, “იყიდე ქართული” განსხვავებული ღონისძიებაა, რომელიც ქართული ნაწარმის ექსპორტისა და შიდა ბაზარზე გაყიდვების ზრდის სტიმულირების მიზნით ერთ სივრცეში შეკრებს მწარმოებლებს, საცალო & საბითუმო სავაჭრო ცენტრებს / ქსელებს / მაღაზიებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, დისტრიბუტორებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, საბითუმო ბაზრობებს, სატრანსპორტო / საფოსტო / კურიერულ კომპანიებს, სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, უცხოეთიდან ჩამოსულ ექსპორტიორებს & buyer-ებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს, ემიგრანტებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს საქართველოში, უცხოურ სავაჭრო პალატებს, სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს / პროექტებს, ქართულ ბიზნეს გაერთიანებებს, ბიზნეს მედიას, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, სულ 300-ზე მეტ საქმიან ადამიანს.
ბიზნესფორუმზე იქნება: 1) გამოსვლები, 2) პანელური დისკუსიები, 3) ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპო & დეგუსტაცია და 4) B2B შეხვედრები.
ღონისძიების სპონსორები და ასევე ექსპოს კომპონენტში მონაწილე მწარმოებლები არიან:
- აბაშური – მჭადის ფქვილი
- აგროარომა ჯგუფი – ბუნებრივი ეთერზეთების წარმოება
- აგროქიზიყი – საქონლის მზა საკვები და საკვებდანამატები
- აქვა გეო – წყალი “სნო”
- ბებოს ნობათი – ბებოს ჩურჩხელა
- ემსიბი ჯორჯია – “ბეიქ ჰაუსი”-ს პურ-ფუნთუშეული და მაფინები
- გემუანი – სუბლიმირებული პროდუქტები
- გურიელი – ქართული ჩაი
- გლობალ ბიერ ჯორჯია – ქართული ლუდი
- გრეიფი – თათარა
- გრინპაკი – ქაღალდისა და მუყაოს პროდუქცია
- დე-კა – ქართული ეროვნული ელემენტებით გაფორმებული სამოსი
- დემა – ქართული ნატურალური საპონი
- დიზაინ ემ ჯორჯია – დეკორატიული ფილები
- დილის პროდუქტები – ჩვეულებრივი და ომეგა 3-ით გაჯერებული ქათმის კვერცხი
- ეი ენდ თი ტრეიდინგი – პორციული შაქრის “სტიკები”
- ვესტუსი – ახალი ტიპის ჰიდრო და თერმო საიზოლაციო საშუალება
- ზედაზენი – ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები
- თელიანი ველი – ქართული ღვინოები
- თიდაზინი – ანტისეპტიკური, ტკივილგამაყუჩებელი დამწვრობის საწინააღმდეგო მალამო
- ივერია ტექს – ტექსტილის ნაწარმი
- იმერეთი გრინერი – სასათბურე მეურნეობა სამტრედიაში
- ირინოლა – თაფლი
- კამპა – წვენები და ნექტარები
- კოოპერატივი კოდი – ალპური ზონის თაფლი
- იზოსია – კოსმეტიკური საცხი
- მადლიანი 2017 – ტრადიციული ქართული ტკბილეული
- MG მარიამ გიორგაძე – ტყავის ხელნაკეთი აქსესუარები
- მარშე – კვების პროდუქტები
- მედა ბრაითი – ჰიგიენური ნაწარმი
- მეტალტექნიკა – უჟანგავი მეტალის ავეჯი
- მეღვინეობა ხარება – ქართული ღვინოები
- მზეთამზე – ქართული ხორბლის პურის საცხობი
- ნოვა – ავზები და სამშენებლო მასალები
- ნუტრიმაქსი – საქონლის მზა საკვები და საკვებდანამატები
- რუსთავის აზოტი – მინერალური სასუქები
- საფერიკო – ხილის და ბოსტნეულის წვენები
- საქკაბელი – სადენები
- სიღნაღი – მზესუმზირის კახური არარაფინირებული ზეთი
- ტისუპეიპერ – ჰიგიენური ქაღალდი
- ტყიბულის ჩაი – ქართული ჩაი
- სამთო კომპანია ფარავანპერლიტი – პერლიტის ნაწარმი
- ფრეკო – კარტოფილი ფრი
- ქარვა – რაფინირებული და არარაფინირებული მზესუმზირის ზეთი
- ქართული ზეთისხილი – ქართული ზეთისხილის ზეთი
- ქართული პრემიუმი – ხორცის პროდუქტები
- შატო ნეკრესი – ქართული ღვინოები
- ჯეო მულჩი – ორგანული მულჩის წარმოება