LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის – ვინ უწყობს ხელს საქართველოში ქალთა პროფესიულ განვითარებას?

74

საქართველოში ლიდერ კომპანიას გამოავლენენ, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციაში ქალთა პროფესიულ განვითარებასა და განათლებას.

როგორც ”ფორტუნას” ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს, ფონდი იწვევს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ აქციაში ქალების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად.

”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო” გამოავლენს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, რომლებიც ამკვიდრებენ ქალთა პროფესიული განვითარების და წინსვლის ორგანიზაციულ კულტურას. აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის ნებისმიერ იურიდიულ პირს”, – განმარტეს “ათასწლეულის გამოწვევის ფონდ – საქართველოში”.

მათივე ცნობით, გენდერულ უთანასწორობას შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება,  ამიტომ პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა, საგანმანათლებლო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს ქალებს მიიღონ განათლება, რათა სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში და მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზება.

აქციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მოქმედმა კომპანიებმა განაცხადი 2016 წლის 5 თებერვლამდე უნდა წარადგინონ. გამარჯვებული კი ამავე წლის მარტში გამოვლინდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g