LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესი გუდიაშვილის მოედანზე ობიექტების მოწყობას შეძლებს: “ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მიზიდულობის ცენტრი იყოს”

200
247955430_5110485838967975_6387189207005228444_n

თბილისის მერია გუდიაშვილის მოედანზე არსებული სივრცეების აუქციონზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია და საზოგადოებას ვაჩვენეთ თუ რამდენად ლამაზი გამოვიდა გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ. თითოეულ ძეგლს და ორნამენტს, დეტალს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და მოწიწებით ვუფრთხილდებით, რომ კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ. გუდიაშვილის მოედანი დღეს მთლიანად არის მოწესრიგებული, მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, სადაც 16 სახლი დაემატა და რეაბილიტაცია უტარდება. თუმცა, პირველი ნაწილს, რომელიც ჩვენ დავასრულეთ, სჭირდება პატრონი, ვინც მოუვლის, მიხედავს და სწორი ფორმით გამოიყენებს. ერთია, ძეგლების სილამაზე, მეორეა, ეკონომიკური მხარე. ჩვენ მივცემთ ბიზნესსექტორს შესაძლებლობას, რომ ეს სივრცეები, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა გამოიყენონ. ჩვენ მოვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს ამ სივრცეების გამოტანა და გასხვისება ბიზნესსექტორზე, რომ შემდეგ, ეს ყველაფერი სწორად იქნეს გამოყენებული. თუმცა, ამ პროცესში პარალელურად იქნება ჩართული დედაქალაქის მერია, რომ გუდიაშვილის მოედანი, არსებული სივრცე იყოს სწორად განვითარებული და არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომელიც შეიძლება მისაღები არ იყოს დედაქალაქისთვის და გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მიზიდულობის ცენტრი იყოს, ადგილი, სადაც თითოეულ თბილისელს და ჩამოსულ სტუმარს ექნება სურვილი მივიდეს გუდიაშვილის მოედანზე დაისვენოს და გაერთოს.

მინდა დავავალო თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაიწყოს კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, დავიწყოთ პრეზენტაციების გაკეთება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გამოვიტანოთ აუქციონზე არსებული სივრცეები“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g