რამდენიმე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, ხვალ პრესკონფერენციას გამართავს, – ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენენ და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებენ.
ცნობისთვის, დარგთაშორისი პრესკონფერენცია, ხვალ 11:30 საათზე პოლიტკოვსკაიას N3-ში გაიმართება და მიმართვას 15-მდე ასოციაცია შეუერთდება. მათ შორისაა: საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია; საქართველოს რითეილერთა ასოციაცია; საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია; საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია; საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია; საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაცია; საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია; საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორი“; მთის კურორტების ბიზნეს ასოციაცია; საქართველოს სალონების და ესთეტიკის ცენტრების ფედერაცია; საქართველოს მენაშენეთა ასოციაცია.