საქართველოს პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „6 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამგზავრების ტერმინალში, რედგენო-სკანერით შემოწმებისას ბრალდებულს ხელბარგში აღმოაჩნდა მასზე შენახვის უფლებით რეგისტირებული „WALTHER PPK/S“ მოდელის 9 მმ კალიბრის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდითა და 7 ცალი, 9 მმ კალიბრის საბრძოლო ვაზნით, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა“.
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
🔵 საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გ.რ.-ს ბრალდება…
Posted by საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia on ორშაბათი, 07 ივლისი, 2025
ზურაბიშვილი: ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, დაპატიმრებები დიდი ბიზნესისკენ გადადის