LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენმა ნინო კაპანაძემ 45 მარტოხელა დედას სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცა (ფოტო)

622
91287270-248424309649543-4046856875080155136-n

მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის “მომავლის მზე” 45 მარტოხელა დედას ბიზნესმენმა ნინო კაპანაძემ სურსათი და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

“ჩვენი ბიზნესი გასაგები მიზეზების გამო გაჩერებულია. თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით, პირველივე დღიდან მაწუხებდა სოციალურად დაუცველების მდგომარეობა. ვნახე ბევრი ინიციატივა, რაც არაჩვებულებრივია. მეუღლესთან, მეგობრებთან და ჩვენს გუნდთან ერთად შევეცადეთ გვეპოვნა ის ადამიანები, ვინც ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ასე აღმოვაჩინე მარტოხელა დედები, რომელთაც ბრძოლა შვილების აღზრდისათვის არა მხოლოდ ეპიდემიის პირობებში, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში უწევთ“, – ამბობს ნინო კაპანაძე.

სურსათი, ჰიგიენის საშუალებები, ბავშვებისათვის საგანმანათლებლო და გასართობი საშუალებები, სამოსი – ეს ის ჩამონათვალია, რომელიც ნინო კაპანაძემ მის გუნდთან ერთად ბენეფიციარებს გადასცა.

“ეს არ იქნება ერთჯერადი. ვიდრე საგანგებო და პანდემიური მდგომარეობა არ დასრულდება, მათ ყურადღება არ მოაკლდებათ და სურსათს რეგულარულად მივაწვდით” – ამბობს “შალის ჯორჯიას” დამფუძნებელი ნინო კაპანაძე.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესმენ ნინო კაპანაძეს გაწეული უანგარო დახმარებისთვის. ამ ძნელბედობის ჟამს ასოციაციის 45 მარტოხელა დედას პატრონაჟი გაუწია და მათ ხვალინდელი დღის შიში გაუქარწყლა. ასევე დიდი მადლობა ოთარ ქირიას სწორი კომუნიკაციისა და სწორად შერჩეული სეგმენტისათვის, რადგან მარტოხელა დედას სჭირდება გაასმაგებულად თანადგომა. ეს არ იქნება ერთჯერადი დახმარება და მას პერმანენტული ხასიათი ექნება”, – აღნიშნა ორგანიზაციის დამფუძნებელმა თეო ფირანიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g