LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Black Eyed Peas-ის ორიგინალურმა შემადგენლობამ ჯგუფის დაფუძნების საიუბილეო თარიღი ფერგისთან ერთად აღნიშნა

166
photo-collage.png (20)

Black Eyed Peas-ის დაფუძნებიდან 30 წელი გავიდა. ჯგუფმა, რომლის მუსიკალური კარიერა სტარტს 1995 წლიდან will.i.am-ის, apl.de.ap-ისა და Taboo-ს ორიგინალური შემადგენლობით იღებს, მსოფლიო აღიარება და პოპულარობა 2003 წელს, მესამე სტუდიური ალბომის – Elephunk გამოშვების შემდეგ მოიპოვა. ეს პირველი ალბომი იყო, რომელიც ფერგის მონაწილეობით ჩაიწერა.

აღსანიშნავია, რომ ფერგი ბენდს 2002 წელს შეუერთდა, რომლის თანხლებით კოლექტივმა ოთხი დისკი გამოუშვა. ჯგუფის წევრობის პარალელურად, 2006 წელს ფერგიმ სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი წარადგინა, ბენდი კი ოფიციალურად 2018 წელს დატოვა.

ის, რომ საკულტო ოთხეული ერთმანეთს მეგობრულად დაშორდა ამის დასტურია ფოტო, რომელიც ახლახან ფერგიმ ქსელში ჯგუფის ჩამოყალიბების საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაავრცელა.

სურათს, რომელზეც ვარსკვლავური კვარტეტია აღბეჭდილი დიდი რეზონანსი მოჰყვა, თუმცა როგორც არტისტმა აღინიშნა, მათ გაერთიანებას არა პროფესიული, არამედ ოჯახური შეკრების დატვირთვა ჰქონდა.

,,განსაკუთრებული ღამეა ჩემ ძმებთან ერთად, რადგან ბოლოს და ბოლოს მოვახერხეთ შეკრება და ერთად აღვნიშნავთ ჯგუფის იუბილეს” – წერია პოსტის აღწერაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები