8 წლის შემდეგ, Black Eyed Peas-ი ევროპულ ტურნეში გაემგზარება.
აღსანიშნავია, რომ კოლექტივთან ერთად არ იქნება Fergie, რომლის ბენდიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად თებერვალში დადასტურდა.
ტურნე will.i.am-ის, apl.de.ap-ისა და Taboo-ს ალბომის Master of the Sun მხარდასაჭერად გაიმართება, რომელიც 27 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში დაიწყება და 18 ნოემბერს გერმანიაში დასრულდება.
ტრიო კონცერტებს შვეიცარიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაშიც გამართავს.
შეგახსენებთ, Black Eyed Peas-ის მე-7 სტუდიური ალბომი 12 ოქტომბერს გამოვა.
ჯგუფმა, ცოტა ხნის წინ დისკიდან სინგლები: Street Livin‘, Ring the Alarm, Pt.1, Pt.2, Pt.3, Get It, Constant Pt. 1 & 2 Slick Rick-თან ერთად, Big Love და მათზე გადაღებული კლიპები გამოაქვეყნა.