LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Black Eyed Peas თბილისში კონცერტს გამართავს

3363
black eyed peas

Black Eyed Peas საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა. საკულტო ბენდი 7 ივლისს ,,დინამო არენაზე” იმღერებს.

ამერიკული ჯგუფი will.i.am-ის, apl.de.ap-ისა და Taboo-ს ორიგინალური შემადგენლობით, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს, ახალ ქალ ვოკალისტ – J. Rey Soul-თან ერთად ეწვევა და ყველა დროის საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს.

Black Eyed Peas-ის მუსიკალური კარიერა სტარტს 1995 წლიდან იღებს, თუმცა კოლექტივმა მსოფლიო აღიარება და პოპულარობა 2003 წელს, მესამე სტუდიური ალბომის – Elephunk გამოშვების შემდეგ მოიპოვა. სწორედ ამ პერიოდში მღეროდა გუნდში ფერგი, რომლის მონაწილეობით ოთხი დისკი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ Black Eyed Peas პირველად საქართველოში, 2019 წელს, Black Sea Arena-ზე წარდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები