„ივ როშეში“ Black Friday-ს კვირეული ექსკლუზიური ფასდაკლებებით და განსაკუთრებული საჩუქრებით დაიწყო.
ბრენდი ერთგულ მომხმარებლებს 50%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს სრულად განახლებულ და თმის, სხეულისა და სახის მოვლის უფრო მეტად ნატურალურ პროდუქტებზე, პარფიუმერიასა და მაკიაჟზე და, რა თქმა უნდა, ახალ, ჯადოსნურ საახალწლო ლიმიტირებულ კოლექციაზე, რომელიც უკვე წარმოდგენილია „ივ როშეს“ ფილიალებში.
წელს „ივ როშეს“ ექსპერტებმა „ზამთრის სანელებლების“ და „არომატული ლიჩის“ განუმეორებელი არომატები შექმნეს. ამ კოლექციაში შხაპის გელებთან ერთად ლოსიონებიცაა წარმოდგენილი, რომელსაც მომხმარებელი ასე ელოდა. ასევე კოლექციის სიახლეა „Voile Doré“ – მათთვის, ვისაც ვანილის ჯადოსნური არომატი უყვარს და ბზინვარე ზეთი თმისა და ტანისთვის, რომელიც მომხმარებლების ფავორიტია.
მაღაზიებში ულამაზესი და სურნელოვანი სასაჩუქრე ნაკრებების მრავალფეროვანი არჩევანიც დაგხვდებათ.
ფასდაკლებასთან ერთად „ივ როშეს“ ერთგული ბარათის მფლობელებს ყოველ 69, 89 და 149 ლარიან შენაძენზე გამორჩეული საჩუქრები ელოდებათ. ხოლო მათ, ვინც ჯერ კიდევ არ ფლობს „ივ როშეს“ მუდმივი მომხმარებლის ბარათს, მარტივად, ნებისმიერ შენაძენზე შეუძლიათ ჩაერთონ ლოიალობის პროგრამაში და უკვე პირველივე შენაძენზე ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით.
დამატებითი შეთავაზებებისა და გათამაშებებში მონაწილეობის მისაღებად თვალი ადევნეთ „ივ როშეს“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდს.
60 წელზე მეტია, რაც „ივ როშე“ ზრუნავს როგორც ქალბატონების სილამაზეზე, ასევე ეკოლოგიაზე და ბიომრავალფეროვნებაზე. ბრენდის პროდუქციის ფორმულები 95%-დან 99%-მდე ნატურალური, ვეგანური და ულტრასენსორულია, რაც უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტია. შეფუთვების 100% შემუშავებულია ეკოკონცეფციის მიხედვით და დამზადებულია გადამუშავებული და გადამუშავებადი მასალისგან.
ფრანგული მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი ბრენდი „ივ როშე“ უკვე 25 წელია, რაც საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი და 17 მაღაზიას აერთიანებს თბილისში, ბათუმსა და რუსთავში.
Black Friday – ყველა შეთავაზება იხილეთ აქ.