LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Black Sea JazzFestival-ს გიორგი მიქაძე გახსნის

147
fgjhjhj

21 აგვისტოსBlack Sea Jazz Festival-ი გიორგი მიქაძის სრულიად ახალი, ექსკლუზიური პროექტით „Giorgi Mikadze Micro Beat Z“-ით გაიხსნება.

გიორგიმ საფესტივალო დეტალები რადიო „ფორტუნას“ექსკლუზიურად გაუზიარა:

– პირველ როგში მინდა გითხრათ, რომ ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ამ ურთულეს პერიოდში, როდესაც მსოფლიო კულტურული ცხოვრება გაურკვეველი დროით დაპაუზდა, საქართველომ მოახერხა, მრავალწლიანი საფესტივალო ტრადიცია არ შეჩერებულიყო, ეს ყველაფერი კი კომპანია „ისთერნ პრომოუშენის“ და მისი არჩვეულებრივი გუნდის დამსახურებაა.

ჯერ კიდევ 80-იან წლებში,„ისთერნ პრომოუშენმა“ საკმაოდ რთული მიზნი დაისახა, ქართველი მაყურებლისთვის მსოფლიო დონის ჯაზისა და პოპ-მუსიკის მეგა ვარსკვლავების წარდგენა და თავისთავად ამ უდიდესი არტისტების ქართული კულტურასთან ზიარება. ამ ისტორიული კონცერტების მეშვეობით ფაქტობრივად გაფერადდა 90-იანი წლების ნაცრისფერი თბილისი. ამ პერიოდიდან „ისთერნ პრომოუშენის“ სახით საქართველო მსოფლიო საფესტივალო და საპროდიუსერო ბაზარზე პოზიციონირებულია, როგორც ერთ-ერთი მაღალი რეპუტაციის სააგენტო მსოფლიოში, რადგან დღევანდელ მსოფლიოში ქვეყნის მუსიკალურიკულტურის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია, ქვეყანაში მრავალწლიანი საფესტივალო ტრადიციის არსებობა.

ვფიქრობ, რომ „შავი ზღვის“ და თბილისის ჯაზ-ფესტივალებმა წლების განმავლობაში აღზარდა ქვეყანაში ინტელექტუალური მსმენელი და ეს ყველაფერი ახალგაზრდებში გარკვეულწილად ტრენდულ საფესტივალო ტრადიციად ჩამოყალიბდა. ასევე ამ მოვლენებმა ახალგაზრდა მუსიკოსებს გვიბიძგა ჩვენც გვეცადა საკუთარი შესაძლებლობები თანამედროვე მუსიკალურ ბიზნესში.

Black Sea Jazz Festival-ის არსებობა ჩემთვის, ისევე, როგორც ჩემი კოლეგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად 10 წლის წინ ჩემი ერთ-ერთი საჯარო გამოსვლა, როგორც ჯაზ-შემსრულებლის შედგა სწორედ ამ ფესტივალზე. მაშინ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ივენთი იყო, რადგან საკუთარიჯაზ-ტრიოთი 1-საათიანი პროგრამა შევასრულეთ, ლეგენდარული ჯაზ-მუსიკოსის როი ჰარგროუს წინ. დღემდე მახსოვს ეს სასიამოვნო ემოცია და შთაბეჭდილებები. მას შემდეგ ჩემ შემოქმედებაშიუამრავი კარიერული სიახლე მოხდა.

სასიამოვნოა, რომ ფესტივალის ლაინაფი მთლიანად ქართველი მუსიკოს-შემსრულებლებითაა წარმოდგენილი. ფესტივალის გახსნა მე მერგო წილად, ვამზადებ სრულიად ახალ პროექტს, სპეციალურად „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალისთვის“. ეს იქნება ელექტრონული ჟანრის მუსიკა სხვადასხვა თანამედროვე მუსიკალური ელემენტებით. პროექტის სახელწოდებაა Giorgi Mikadze Micro Beat Z“.ასე რომ ველოდებით მელომანებს ბათუმის კორტებზე და ძალიან მაღალი დონის კონცერტებს და ჯემ-სეიშენებს ვპირდებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g