Blackpink-ის სიმღერაზე – Pink Venom გადაღებულმა კლიპმა, რომლის პრემიერა 2022 წლის 19 აგვისტოს შედგა, ახლახან YouTube-ზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა, რითაც ,,Youtube-ის მილიარდიანი ნახვის კლუბს” შეუერთდა.
აღსანიშნავია, რომ მუსიკალური რგოლი სამხრეთ კორეული ბენდის მეექვსე ჰიტის ვიზუალი გახდა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე ამ ნიშნულს მიაღწია.
აქამდე იგივე შედეგი ტრეკების – Ddu-Du Ddu-Du, Kill This Love, How You Like That, Boombayah და As If It’s Your Last ვიდეობს ჰქონდა. ამასთან, პირველი ორი სიმღერის კლიპების ნახვებმა უკვე ორ მილიარდს გადააჭარბა.
ცნობისთვის, Pink Venom Blackpink-ის მეორე სტუდიურ ალბომში – Born Pink შედის, რომელიც 2022-ში გამოვიდა.
ამჟამად, ,,Youtube-ის მილიარდიანი ნახვის კლუბი”, 300-ზე მეტ კლიპს აერთიანებს.