ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი არც ისე ხშირად ჩნდებიან საზოგადოებაში ერთად, ამიტომ ამ დღეებში მათმა გამოჩენამ დიდი რეზონანასი გამოიწვია.
წყვილი ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. თვითმხილველების თქმით, ისინი ბედნიერად გამოიყურებოდნენ და ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ. ინტერნეტმომხმარებლები აღიარებენ, რომ ბლეიკი და რაიანი – ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და გემოვნებიანი წყვილია.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბლეიკი ახალ ფილმში „მხოლოდ შენ გხედავ“ მონაწილეობს, ხოლო რაიან რეინოლდსი „დედპულის“ გაგრძელებით არის დაკავებული.

