LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლეიკ ლაივლი ჯასტინ ბალდონს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს – რა ხდება გახმაურებული ფილმის, „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ ირგვლივ

218
page

ბოლო ერთი კვირაა, არ წყდება ახალი ფილმის, „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ ირგვლივ მითქმა-მოთქმა. კინოსურათში მთავარი როლის შემსრულებელი ბლეიკ ლაივლი კოლეგას, ჯასტინ ბალდონს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ლაივლიმ ბალდონის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა.

საქმე ეხება აღნიშნული ფილმის გადაღებების დროს, ჯასტინის მხრიდან ბლეიქის შესაძლო სექსუალურ შევიწროებას.

„ჯასტინი ბლეიკს თავისი სექსუალური ცხოვრების შესახებ დეტალებს უყვებოდა, მას შიშველი ქალების ფოტოებს ანახებდა და ფილმის ინტიმურ ეპიზოდებს ექსპრომტად ცვლიდა. ის კოლეგისგან გარკვეულ სცენებში შეუთანხმებლად გაშიშვლებას ითხოვდა. ის შედიოდა ლაივლის საგრიმიოროში მაშინ, როცა ის ბავშვს ძუძუს აჭმევდა“, – აცხადებს ინსაიდერი.

ცნობისთვის, „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ ეკრანებზე აგვისტოში გამოვიდა და 350 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიპოვა. მისი რეჟისორი თავად ბალდონია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფილმის სიუჟეტი სწორედ ოჯახურ ძალადობას ეხება.

„აი ასე უნდა სეირნობდეს წყვილი, რომელსაც ერთმანეთი ჭეშმარიტად უყვარს“ – ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის „ტკბილი ვოიაჟი“

ფილმის პრემიერაზე, ბლეიკ ლაივლიმ ის კაბა ჩაიცვა, რომელიც აქამდე ბრიტნი სპირსს ეცვა

„ბალმეინის“ საოცარი კაბა და მუდამ მეუღლის გვერდით – ბლეიკ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის შთამბეჭდავი გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები