LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლეიკ ლაივლის ახალი დიეტა

174

მიუხედავად იმისა, რომ ბლეიკ ლაივლიმ სულ ცოტა ხნის წინ გააჩინა მეორე ბავშვი, მან მაინც შეძლო რეკორდულ დროში იდეალური ფორმის დაბრუნება. მართალია, ლაივლი არასდროს მიეკუთვნებოდა იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც არარეალისტური წარმოდგენები ჰქონდა ქალის იდეალურ ფორმებზე, მაგრამ ის აცნობიერებს, რომ საკუთარი პროფესია მას საკმაოდ დიდ მოთხოვნებს უყენებს და გარეგნობაზე ზრუნვაც სამსახურეობრივი აუცილებლობაა.

ტრილერში The Shallows, ლაივლიმ მშობიარობიდან სულ რაღაც ცხრა თვეში მიიღო მთავარი როლი და გადასაღებ მოედანზეც ზუსტად ისეთ იდეალურ ფორმაში გამოცხადდა, როგორც ამას სცენარი მოითხოვდა. ვარსკვლავი აღიარებს, რომ წონის დაკლებაში მას დიეტა დაეხმარა: ”იძულებული გავხდი უარი მექთვა გლუტეინზე და სოიაზე. ერთი შეხედვით ეს ძალიან მარტივია, თუმცა, როცა დაფიქრდები, ხვდები, რომ თითქმის ყველა, მათ შორის სასარგებლო პროდუქტიც შეიცავს სოიას. ერთადერთი გამოსავალი ჩემთვის დაუმუშავებელი პროდუქტის მიღება იყო, რადგან ამგვარი კვების დროს შესაძლებელია პროტეინების და წახშირწყლების ბალანსის დაცვა”.

ლაივლის განცხადებით, 9 თვე და ამგვარი დიეტა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ზედმეტი წონის დასაკლებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g