ჯგუფი Blink-182 ლას-ვეგასში დაგეგმილ კონცერტებს გადადებს. მიზეზად ერთ-ერთი წევრის, ტრევის ბარკერის ავადმყოფობა გახდა. კოლექტივის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მუსიკოსს ორივე ხელზე თრომბი აქვს და ექიმის ნებართვის გარეშე მას გამოსვლა არ შეუძლია.
ამის შესახებ წუხილი თავად ბარკერმაც გამოთქვა. იგი იმედოვნებს, რომ სცენაზე მალე დაბრუნდება.