ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს მკაფიოდ განუცხადებს, რომ ჩინეთი პასუხისმგებელი იქნება რუსეთის მხარდამჭერ ნებისმიერ ქმედებაზე.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ჯო ბაიდენი: პუტინი არის მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი
„ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით მათ, ვისაც პირდაპირი გავლენა აქვს რუსეთზე, გამოიყენონ ნებისმიერი ბერკეტი, რომელიც მათ აქვთ, რათა აიძულონ მოსკოვი დაასრულოს ეს ომი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩინეთს პასუხისმგებლობა აკისრია, გამოიყენოს თავისი გავლენა პრეზიდენტ პუტინზე და დაიცვას საერთაშორისო წესები და პრინციპები, რომლებსაც ის მხარს უჭერს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
როგორც ბლინკენმა აღნიშნა, აშშ შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ჩინეთი რუსეთის აგრესიას არ გმობს და მეტიც, სამხედრო დახმარების შესაძლებლობას განიხილავს.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რომ ისინი განიხილავენ რუსეთის პირდაპირ დახმარებას სამხედრო აღჭურვილობით უკრაინაში გამოსაყენებლად. პრეზიდენტი ბაიდენი ხვალ გაესაუბრება პრეზიდენტ სი ძინპინს და მკაფიოდ განაცხადებს, რომ ჩინეთი პასუხისმგებელი იქნება რუსეთის აგრესიის მხარდამჭერ ნებისმიერ ქმედებაზე“, – განაცხადა ბლინკენმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.