LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლოგერმა iPhone 8-ს გამძლეობის გამოცდა მოუწყო (ვიდეო)

50

ბლოგერმა JerryRigEverything ერთდროულად ორი iPhone 8 იმისთვის შეიძინა, რომ მათთვის ტრადიციული საფირმო გამოცდა მოეწყო: ერთ სმარტფონს მან დაცული შალითა გაუკეთა, მეორე კი მის გარეშე დატოვა, შემდეგ კი ორივე დევაისი ერთი სიმაღლიდან გადმოაგდო.

განსაკუთრებულ ინტერესს გაჯეტის უკანა მხარე იწვევდა, რომელიც სარკისებურია. პირველ რამდენიმე გადმოგდებას iPhone 8 გაუმკლავდა, ხოლო როდესაც ბლოგერმა სიმაღლე გაზარდა, სარკემ ვერ გაუძლო და გატყდა.

ვიდეომ აჩვენა, რომ iPhone 8 უბრალო დაგდებას უძლებს და მომენტალურად არ ტყდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები