LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Bluetooth-ის გაჭედვამ კინაღამ BMW M5-ის რეკორდული დრიფტი გააფუჭა

55

Bluetooth-ის მუშაობაში დაშვებულმა შეცდომამ კინაღამ იოჰან შვარცსა და სედან BMW M5-ს გინესის რეკორდსმენის წოდება დააკარგვინა. საფინალო მცდელობისას, პილოტის ტელეფონი, რომელსაც ის საწვავის ავტომობილში მყოფ გუნდთან კავშირისთვის იყენებდა, მულტიმედიური სისტემიდან გაითიშა. შვარცის განცხადებით, მას ერთდროულად გვერდითი სიარული, ინსტრუმენტების ჩამოყრა და სმარტფონის თავიდან ჩართვა მოუხდა.

კიდევ ერთი ინციდენტი, რამაც კინაღამ რეკორდული გარბენი ჩააგდო, სრული ამძრავის სისტემის მწყობრიდან გამოსვლა გახდა. ექვსი საათის განმავლობაში უწყვეტი სვლის შემდეგ მოულოდნელად წინა ღერძი ჩაირთო. გარდა ამისა, შვარცს მოუწია „წყლის ბოთლებითა და წასახემსებლებით ჟონგლიორობა“.

ახალი თაობის BMW M5-მა უწყვეტი დრიფტით რვა საათი იარა. რეკორდი სამხრეთ კაროლინაში, აშშ-ში ტრეკ BMW Performance Center-ში დამყარდა. სულ ავტომობილმა 374, 17 კილომეტრი დაფარა და წინა მიღწევა გააუმჯობესა, რომელიც Toyota GT86-ით დამყარდა.

სედანი BMW M5 აღჭურვილია ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და სრული ამძრავის სისტემით, ასევე 4,4 ლიტრიანი ტურბოძრავით, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალას შეადგენს. ას კილომეტრს ავტომობილი 3,4 წამში კრებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 300 კილომეტრს აჭარბებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები