LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW 3 სერიის ევოლუცია 8 წუთში აჩვენეს – ვიდეო

114
orig

YouTube არხმა Drive Morph-მა გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, რომელიც ავტომობილების ევოლუციას ეძღვნება. ამჯერად მისი მთავარი გმირი გახდა BMW 3 სერია: ვიდეო მოიცავს პერიოდს 1975 წლიდან დღემდე და არხის ტრადიციის შესაბამისად, მომავალშიც გვახედებს – 2034 წელს, როდესაც, ავტორთა ვერსიით, BMW M უკვე ელექტრომობილების გამოშვებაზე იქნება გადასული.

ვიდეო იწყება BMW-ს მიერ E21 თაობის ფარგლებში გამოშვებული სხვადასხვა ვერსიის დემონსტრირებით. შემდეგ ნაჩვენებია E30 თაობის „სამები“, მათ შორის პირველი M3, და შემდგომ – მოდელები E90, F30 და G20. თითოეული თაობის ფარგლებში მოდელირებულია იმ დროისთვის ხელმისაწვდომი ყველა ტიპის ძარა, მათ შორის 2010-იან წლებში გამოჩენილი Gran Turismo.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები