BMW–ს ხელმძღვანელობა ახალ სუპერქარზე ალაპარაკდა. სიახლე McLaren 570S–ის კონკურენტად განიხილება. თუკი ასეთი ავტომობილი გაჩნდება ის ჰიბრიდი i8–ის პირდაპირი შთამომავალი გახდება და თანამედროვე ტექნოლოგიების სრული სპექტრით იქნება აღჭურვილი.
გამოცემა Autocar–ის ინფორმაციით, სიახლე სწორედ i8–ის ბაზაზე აიწყობა და მისი აგრეგატი ბენზინისა და რამდენიმე ელექტროძრავისგან შედგება. აგრეგატის სავარაუდო სიძლიერე 700 ცხენის ძალაზე მეტი იქნება.
სუპერქარი ბაზარზე 2023 წლამდე არ გამოვა და როგორც BMW–ში ვარაუდობენ, ამ დროისთვის ბევრად უფრო ეფექტური ელექტროძრავები და აკუმულატორები იარსებებს. მაგალითად eDrive 100 ცხენის ძალის ნაცვლად 200–ს გამოიმუშავებს.
ჰიბრიდის ღირებულება 150 ათას ფუნტი სტერლინგი იქნება და ამ შემთხვევაში ის McLaren 570S–ისა და Honda NSX–ის კონკურენტი გამოდის.