LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW i8-ს განახლებული ვერსია 2017 წელს გამოვა

36

კომპანია BMW არასოდეს ასრულებს წელს ისე, რომ რამდენიმე გრანდიოზული, სამომავლო პროექტის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაავრცელოს. გერმანულმა ავტომწარმოებელმა გუშინ საკუთარ ბლოგზე გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც i8-ს მომდევნო თაობის წარმომადგენელს შეეხო.

ინფორმაციის მიხედვით, განახლებული მოდელში გამოყენებული იქნება გაცილებით ძლიერი დაცვის სისტემა. მისი 1.5 ლიტრიანი ტევადობი ძრავი, რომელიც სამცილინდრიანი იქნება, იმუშავებს ელექტროგამწევთან ერთად. მათი სიმძლავრეები 362 და 377 ცხენის ძალის ერთეულებით განისაზღვრება. 

აღსანიშნავია, რომ ახალი ,,ლამაზმანის’’ მაქსიმალური სისწრაფე 250 კმ/სთ-ს შეადგენს, ხოლო 100 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი 4.4 წამში განავითარებს.

გარდა ამისა, მოდერნიზებული კუპე ახალი ტიპის ლი-აიონ ბატარეებს მიიღებს, რომლის ენერგოტევადობაც სტანდარტული მაჩვენებლიდან, რომელიც 7.1 კვ/სთ-ს შეადგენდა 10 კვ/სთ-მდე გაიზრდება.

მოდელის ფასი ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა.