LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ განახლებული X5-ის მანათობელი რადიატორის ბადე აჩვენა

125
bmw

კომპანია BMW განახლებული X5-ის მიმართ ინტერესს სულ უფრო და უფრო აღვივებს. კროსოვერი პაპარაცებს საგზაო ცდების დროს არაერთხელ გადაუღიათ, იანვრის ბოლოს კი ქსელში თითქმის დეტალური კადრებიც გავრცელდა. ბავარიელებმაც გადაწყვიტეს სიახლის პირველი ოფიციალური თიზერი გამოექვეყნებინათ, სადაც მანათობელი რადიატორის ბადე და ფარებია ასახული.

როგორც ჩანს, განახლდა წინა და უკანა ბამპერი, ფარები.

პაპარაცების მეშვეობით კი ისიცაა ცნობილი, რომ სალონმაც საკმაოდ დიდი ცვლილებები განიცადა. შიგნით გაჩნდა ორი დისპლეი და ახალი მულტიმედია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები