LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ i8 მოდელში სარკეების გამოყენებაზე უარი განაცხადა

31

გამოფენაზე Consumer Electronics Show 2016 კომპანია BMW-მ ახალი კონცეპტუალური მოდელი i8 წარადგინა, თუმცა, ახალი ავტომობილი ყურადღების ცენტრში სულ სხვა მიზეზის გამო მოექცა.

ელექტრომობილი BMW i8 Mirrorless გამორჩეულია იმით, რომ ტრადიციული სარკეები ჩანაცვლებულია კამერებით, რომელის გაკონტროლებაც ცენტრალური სარკის მაგივრად დამონტაჟებული დისპლეის მეშვეობით შეგიძლიათ. საერთო ჯამში ელექტრომობილს 3 კამერა აქვს. როგორც გერმანელები აცხადებენ, ახალი ტექნოლოგია Gorilla Glass მძღოლს საშუალებას მისცემს უფრო ფართოდ დაინახოს რა ხდება ავტომობილის უკან და შესაბამისად, სწრაფად გამოძვრეს მოულოდნელი სიტუაციიდან.

ვირტუალური სარკეების დისპლეი 300მმ სიგრძის და 75მმ სიმაღლისაა. კამერებიდან მიღებულ სიგნალს ის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ამუშავებს და მძღოლს პოტენციური საფრთხის შესახებ აფრთხილებს. მაგალითად: თუ მძღოლს გასწრება აქვს განზრახული და იწყებს მანევრის შესრულებას, სარკე აუცილებლად იხედება უკან და იმ შემთხვევაში, თუ ის სატრანსპორტო საშუალებას დაინახავს, რომელიც აგრეთვე გასწრების მანევრს ასრულებს, ავარიის თავიდან ასაცილებლად მძღოლს დისპლეიზე შესაბამის გამაფრთხილებელ სიგნალს მისცემს.

აღსანიშნავია, რომ უსარკო ავტომობილები ახალი არ გახლავთ. ჯერ კიდევ 2014 წელს კომპანია Cadillac-მა დაანანონსა CT6-ში მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ. თუმცა, პრაქტიკაში ამ სისტემის გამოყენება ჯერჯერობით არც ერთ ავტოკონცერნს არ უცდია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები