LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-მ სახანძრო X3 და საპოლიციო MINI წარმოადგინა

113

კომპანიამ BMW სპეცტექნიკის უმსხვილეს ევროპულ გამოფენაზე RETTMobil ექვსი ავტომობილი წარმოადგინა, რომლებიც საგანგებო სამსახურებისთვის არიან განკუთვნილები. მათ შორის არიან: მეხანძრეების შტაბის ავტომობილი, სასწრაფო დახმარების ავტომობილი ბოლო თაობის X3-ის ბაზაზე და საპოლიციო MINI.

ქროსოვერი BMW X3, რომელიც სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელობისთვის შემუშავდა, აღჭურვილია GPS სიგნალის მიმღები ანძებით, 230 ვოლტიანი დენცქვიტათი, დასამუხტი მოწყობილობიღა და ორ კილოგრამიანი ცეცხლსაქრობით.

ყველგანმავალი აღჭურვილია 190 ცხენის ძალის მქონე ორ ლიტრიანი დიზელის ძრავით. სტადრატული აღჭურვილობის სიაში სამ ზონიანი კლიმატ კონტროლი, ადაპტირებული შუქდიოდური ფარები, სანავიგაციო სისტემა და საპროექციო დისპლეი შედის.

სასწრაფო დახმარების ორი ავტომობილი ორი სრულამძრავიანი დიზელის მოდელით არის წარმოდგენილი: X3 და 2-Series Gran Tourer.

საპოლიციო MINI დამუხტული John Cooper Works-ის ბაზაზეა აწყობილი და აღჭურვილია 231 ცხენის ძალის მქონე ძრავით.

ორბორბლიან ტრანსპორტს კი მოტოციკლი BMW F 750 GS წარმოადგენს. მისი გამოყენება საგანგებო სიტუაციებში სასწრაფო დახმარებად განიხილება. მას საჭირო აღჭურვილობისა და მედიკამენტების გადასატანად სპეციალური ბოქსები აქვს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები