ბავარიული ქარხნის კონვეიერიდან BMW 7-series საიუბილეო მემილიონე ეგზემპლარი ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის წარმოებისთვის ქარხანაში 300 მილიონი ევროს ინვესტიცია ჩაიდო და ეს ფული საწარმოო სიმძლავრის მოდერნიზაციას მოხმარდა.
ქარხნის დირექტორის კრისტოფერ შრედერის თქმით, „შვიდიანი“ საუკეთესო მოდელია. „ამ სედანში ფუფუნება უახლეს ტექნოლოგიებს ერწყმის და ის ისე როგორც არც ერთი სხვა მოდელი, საავტომობილო წარმოების ინოვაციების სიმბოლოა, მე ვამაყობ რომ 7 სერიას ვქმნით, მთელი 45 წლის განმავლობაში“.
ფლაგმანი სედანის გამოშვებას კონვეიერის განახლებაც დასჭირდა, ახალ თაობაში ელექტრონული ვერსია შესაძლოა ორ ფერში შეიქმნას, რაც წარმოებას კიდევ უფრო მეტად ართულებს.