LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 BMW-ს ავტომობილები ძარაზე ნაკაწრის შესახებ გაგაფრთხილებენ

47
bmw

კომპანია BMW აპატენტებს ტექნოლოგიას, რომელიც ნაკაწრების აღმოჩენას გულისხმობს. სისტემა მფლობელს ძარის ნებისმიერი სახის დაზიანების შესახებ ამცნობს. ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: მართვის ბლოკი აფიქსირებს ელექტრონულ მუხტს, რომელიც ნებისმიერი სახის დეფორმაციის დროს წარმოიქმნება და ინფორმაციის ბორტის სისტემაში გზავნის. გახდება თუ არა ტექნოლოგია სერიული, უცნობია.

ნაკაწრის აღმოჩენის შემთხვევაში რამდენიმე სცენარია მოსალოდნელი. თუკი ძარა მოძრაობის დროს დაზიანდა, მძღოლი ხმოვან და ვიზუალურ შეტყობინებას მიიღებს. თუკი ყველაფერი პარკინგზე მოხდა, მაშინ მეპატრონეს ამის შესახებ სმარტფონით შეატყობინებენ. სისტემას ინფორმაციის შენახვაც შეუძლია და მომავალში წრიულ კამერასაც გამოიყენებს, რათა ავტომობილის სიახლოვეს მომხდარი მოვლენები დააფიქსიროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები