BMW-ს ავტომობილებში გაჩნდება დეკორის ელემენტები, რომელიც თევზაობის ნარჩენებისგან – ძველი სათევზაო ბადეებისგანაა დამზადებული. დანიური კომპანიის Plastix-ის მეშვეობით ნარჩენების თერმოპლასტიკად გადაქცევაა შესაძლებელი. ამ მეთოდით დამზადებული კომპონენტები ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება, თუკი არ ჩავთვლით იმ ფაქტს რომ 30%-ით მეორადი ნედლეულისგან შედგება და წარმოებისას ჰაერში 4-ჯერ უფრო ნაკლები მავნე აირები გამოიყოფა.
BMW-სა და MINI-ს სამოდელო ხაზში „ვეგანური“ ინტერიერის მქონე ავტომობილები მომავალი წლიდან გაჩნდება. ახალი ინიციატივის დამსახურებით კომპანია ცხოველური წარმოშობის მატერიაზე სრულად უარს იტყვის. BMW-ს წარმომადგენელთა ინფორმაციით, სინთეტიკური ტყავი იმავე თვისებებისაა როგორიც ნატურალური, მყარია და ძალიან გამძლე.