LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW-ს ისტორიული, საკულტო მოდელი

108
BMW-ს ისტორიული, საკულტო მოდელი

კუპე BMW M1 გამორჩეული ავტომობილია. თავის დროზე, ის მხოლოდ 453 ცალი დამზადდა და მათ შორისაც არის გამორჩეული ეგზემპლარები.

BMW M1 Procar გერმანული კომპანიის მოტორსპორტის შტომ შეიმუშავა. რა თქმა უნდა, დანიშნულება რბოლებში მონაწილეობა იყო. შეიქმნა სპეციალური სერია, რომლის ეტაპებიც, ფორმულა 1-ის ევროპული რბოლების თანმდევ რბოლებად ტარდებოდა. მათში F1-ის, სპორტული პროტოტიპების და ტურინგის კლასის საუკეთესო პილოტები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ავტომობილი წარსდგა პებლ ბიჩში (მონტერეი, კალიფორნია) გამართულ ელეგანტურობის ტრადიციულ ფესტივალზე, სადაც 

BMW-მ თავისი უახლესი კონცეპტუალური როდსტერით, Z4-ით მიიპყრო ყურადღება.

ის ეგზემპლარი კი, რომელიც პებლ ბიჩში წარადგინეს, ერთადერთია. საქმე ისაა, რომ მას საერთო სარგებლობის გზებზე მოძრაობის სერტიფიკატიც გააჩნია. ესეც იმიტომ, რომ მისმა მფლობელმა ამაზე სარბოლო სერიის გაუქმების შემდეგ იზრუნა. ოღონდ, ავტომობილს შეუნარჩუნდა სარბოლო უკანა ანტიფრთა, აეროდინამიკური ელემენტები და ბორბლების განიერი თაღები. სამაგიეროდ, სალონში სარბოლო ყაიდის სავარძლები, სამოქალაქო დანიშნულების, უფრო კომფორტულებმა შეცვალა. თანაც ისინი ტყავითაა გაწყობილი.

ავტომობილი აღჭურვილია 3.5-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი (ერთრიგა) ძრავით, რომლის სიმძლავრე 414 ცხენის ძალას აღწევს. მისი 

მეშვეობით, ავტომობილს ასამდე აჩქარებისთვის 4.3 წამი ჰყოფნის, მაქსიმალური სიჩქარე კი 305 კმ/სთ-ს აღწევს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები