LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW სავარძლების გათბობისთვის ყოველთვიურ გადასახადს აწესებს

69
bmw-autoradio

BMW თავის ავტომობილებში სავარძლების გათბობისთვის ფულს მოითხოვს, თანაც ყოველთვიურად. ზოგიერთ ქვეყანაში ასეთი ოფცია თვეში 18 დოლარი ეღირება.

გერმანულმა კონცერნმა მანქანების მიწოდება დაბლოკილი სერვისებით დაიწყო – მათი გამოყენებისთვის პროგრამის გამოწერა და საწევროს გადახდაა საჭირო. ეს სერვისი რამდენიმე ქვეყანაში უკვე ამოქმედდა და მათ შორისაა სამხრეთ კორეა.

უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ავტომობილი მთელი რიგი ოფციებითაა დაკომპლექტებული და მათთვის ბლოკის მოსახსნელად წევრობის შეძენაა საჭირო. სავარძლის გათბობა თვეში 18 დოლარი ღირს და მისი გამოყენება ცივ სეზონზეა საჭირო, დანარჩენ დროს კი ავტომფლობელს არაფრის გადახდა არ მოუწევს. არსებობს წლიური აბონემენტიც რომლის ფასიც 176 დოლარია ან სამ წლიანი აბონემენტი – 283 დოლარად. ვისაც სურს, რომ გათბობა სულ ჰქონდეს, ერთჯერადად 406 დოლარი უნდა გადაიხადოს.

თუკი მანქანის პატრონი ოფციებით არ სარგებლობს, მაშინ არც არაფერს არ იხდის.

ბრენდმა უფასო სატესტო პერიოდი – 1 თვეც გათვალა.

ანალოგიურად საჭის გათბობა თვეში – 10 დოლარი ღირს და სამუდამო პაკეტის ფასი 222 დოლარია.

აღსანიშნავია, რომ ამ და სხვა ფუნქციებისთვის ბლოკის მოხსნა ონლაინ არის შესაძლებელი და სადილერო ცენტრში მისვლას არ საჭიროებს.

გარდა სამხრეთ კორეისა, მსგავსი ფასიანი სერვისები დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკაში იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები