ქსელში BMW X7 Alpina-ს პირველი კადრები გავრცელდა. კროსოვერის პროტოტიპი პაპარაცებმა ნიურბურგრინგის ტრასაზე მოძრაობის დროს გადაიღეს.

შეგახსენებთ, რომ სიახლის შესახებ ინფორმაცია მწარმოებლის დირექტორმა 3 კვირის წინ დაადასტურა. X7-მა ტუნინგ ატელიეს მომსახურება გაიარა და მისი საბოლოო განახლება 2020 წლისთვის იგეგმება. მოდელის ტექნიკურ ცვლილებებზე პროექტის ავტორებს არაფერი უთქვამთ.

ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ „ალპინა“ დღის შუქს როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავიანი მოდიფიკაციით იხილავს. კროსოვერის პოტენციალი 4,4 ლიტრის მოცულობის ბენზინის აგრეგატია და მას 608 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია.


