BMW-ს მოდელებს შორის დიდი რაოდენობით სიახლეებია, რომლებიც ბაზრის ყველა სეგმენტს იპყრობს და ბუნებრივია, გერმანული ბრენდის ინტერესში უნდა იყოს თავისი პროდუქციის გაპიარება. თუმცა, ერთ-ერთი საჯარო გამოსვლის დროს კომპანიის დირექტორმა აბსოლუტურად საპირისპირო განცხადება გააკეთა. ტოპ-მენეჯერი თვლის, რომ უმჯობესია ახალი ავტომობილები არავინ იყიდოს და ამის ნაცვლად ძველებს მოუფრთხილდნენ.
„ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ მანქანის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, რათა ბაზარზე ნაკლები მეორადი ავტომობილი იყოს, რომელიც ერთი ადამიანიდან მეორეს ხელში გადადის. უკეთესი იქნება თუკი ძველ მანქანას დაიტოვებთ და უბრალოდ მის გაუმჯობესებაზე იზრუნებთ. გამოსავალი შეიძლება იყოს, მაგალითად, ინტერიერის გახალისება.“
რაც შეეხება კერძო ავტომობილზე უარის თქმის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არჩევის იდეას, ამაზე BMW-ს ტოპ-მენეჯერს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. მისი აზრით, დედამიწა სავსეა ისეთი ადგილებით სადაც საკმარისზე მეტი ადგილია და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაც ძალიან ცუდადაა განვითარებული, ამიტომ პირადი ავტომობილების სეგმენტი აუცილებლად უნდა არსებობდეს.