7 ივნისიდან ეკრანებზე, საიმონ კინბერგის სადებიუტო სარეჟისორო ნამუშევარი, ,,ბნელი ფენიქსი” გამოჩნდება. ახალი ტრილოგიის პირველი ნაწილი, რომელიც ,,მარველის” ,,იქს-ადამიანების” კომიქსების მიხედვით შექმნილი ფრენჩაიზის მე–12 სურათია, ჯინ გრეის პერსონაჟის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ,,სამეფო კარის თამაშების” ვარსკვლავი, სანსა სტარკის როლის შემსრულებელი, სოფი ტერნერი განასახიერებს.
კინოსურათში ასევე: ჯეიმს მაკევოი, მაიკლ ფასბენდერი, ჯენიფერ ლოურენსი, ნიკოლას ჰოლტი და ჯესიკა ჩესტეინი მონაწილეობენ.
სიუჟეტის მიხედვით, ჯინ გრეი ბავშვობიდან ტელეკინეზურ და ტელეპათიურ შესაძლებლობებს ფლობს. ის ახალი ძალის განვითარებას იწყებს, რომელიც საშუალებას აძლევს ბნელ ფენიქსად გადაიქცეს. იქს-ადამიანებმა კი უნდა გადაწყვიტონ, რომელი უფრო ღირებულია, მეგობრის სიცოცხლე თუ დანარჩენი დედამიწა.
იხილეთ ,,ბნელი ფენიქსის” ოფიციალური თრეილერი, რომელიც ქსელში რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა.