ქსელში სტივენ კინგის რომანის, „ბნელი კოშკის“ ეკრანიზაციის მეორე ტრეილერი გამოჩნდა, სადაც მთავარ როლებს მეთიუ მაკკონაჰი და იდრის ელბა ასრულებენ.
მაკკონაჰი ფილმში მთავარ ანტაგონისტს – უბერებელ ჯადოქარს განასახიერებს, რომლის მთავარი მიზანი ბნელ კოშკში მოხვედრა და ძალაუფლების მოხვეჭაა. ელბა კი მისი მოწინააღმდეგის როლს ასრულებს, რომელსაც კოშკში მოხვედრა იმისთვის უნდა, რომ კაცობრიობა დაღუპვისგან იხსნას.
ფილმის რეჟისორი დანიელი ნიკოლა არსელია, რომელიც წლების წინ ფილმის „გოგონა დრაკონის ტატუთი“ სცენარზე მუშაობდა.