ზიგი მარლი და სტუდია Paramount Pictures ბობ მარლის შესახებ ფილმის გადაღებას გეგმავენ.
ჯერ-ჯერობით პროექტს არც რეჟისორი და არც პროდიუსერი არ ჰყავს. უცნობია, ვინ შეასრულებს რეგის ლეგენდის როლსაც.
შეგახსენებთ, რომ ბობ მარლი 1981 წელს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით მისი75 მილიონზე მეტი ჩანაწერია გაყიდული.