ქსელში პოპულარული ფრანგი დიჯეისა და პროდიუსერის, ბობ სინკლერის ახალი კომპოზიცია „Someone Who Needs Me“ მოხვდა.
ცნობილი ხდება, რომ თრექის ოფიციალური პრემიერა 18 აპრილს შედგება. სიახლე რიგით მესამეა არტისტის შემოქმედებაში 2014 წლის შემდეგ: აქამდე გამოვიდა „I Want You“ და „Feel the Vibe“, რომლებსაც ევროპის ჩარტებში საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად.
https://www.youtube.com/watch?v=xaA81Hd5uw8
შგახსენებთ, რომ სინკლერის უკანასკნელი დისკი „Paris by Night“ გაყიდვაში 2013 წლის აპრილში გამოვიდა. ფრანგულ ჩარტში ფირფიტა 113-ე ადგილზე განთავსდა. ყველაზე წარმატებული სინგლი ალბომიდან იყო „Cinderella (She Said Her Name)“.