ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევენების მეორე ტურის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ნაწილი ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს.
“ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის თქმით, უნდა შეიქმნას გარემო, რათა ხელისუფლებას ავდამდელი არჩევნების დანიშვნა აიძულონ:
“ოპოზიცია, ჩემი აზრით, მხოლოდ ერთ ამოცანაში ვიქნებით ერთიანი – ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდება, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
ამას სჭირდება ჩვენი ხალხის პროტესტი შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გარედან. ამას სჭირდება კომპლექსური ღონისძიებები გატარება, რათა ეს ორი კომპონენტი იქნას მოპოვებული. მათ შორის, ოპოზიციას პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება მოუწევს.” – აცხადებს ბობოხიძე.
ბადრი ჯაფარიძე – მე არ ვაპირებ პარლამენტის დატოვებას