LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბობოხიძემ ყველას აგინა: 9 წლის გამკეთებლის დედა მოვტ*ან და ვინც 9 წლით თავის ნაძირლობას გაამართლებს [ვიდეო]

354
boboo

ბიუროს სხდომის დაწყებამდე დეპუტატები აკაკი ბობოხიძე და ნუკრი ქანთარია ერთმანეთს ნიკა მელიას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დაუპირისპირდნენ. ვიდეომასალას რუსთავი 2 ავრცელებს.

ბობოხიძემ თქვა, რომ  „ქართული ოცნების“ მხრიდან ყველა გადაწყვეტილების „9 წლით“ გამართლება მიუღებელია.

„9 წლით ვინც თავის ნაძირლობას გაამართლებს იმის დედა მოვ…ან მე და ვინც 9 წელს გაამართლებს იმისიც. მოიცა ე.ი. ჩემი ნაძირლობით, თქვენს ნაძირლობას ამართლებთ?,“-მიმართა კაკი ბობოხიძემ ნუკრი ქანთარიას.

პასუხად  ნუკრი ქანთარიამ თქვა, რომ მიესალმება იმ ფაქტს რომ ბობოხიძეს გონება გაუნათდა.

„კარგია რომ შენ ასე გაგინათდა გონება,მაგარი რამეა“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსნებთ, ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი გუშინ პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეუჩერდა.ოპოზიცია აკრიტიკებს 91 იმ დეპუტატს, ვინც მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მისცა მხარი, ქართული ოცნება კი  აკრიტიკებს 2 თანაგუნდელს, რომელმაც თავი შეიკავა და შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრება მოსთხოვა

მელიას ედავებიან, რომ მან შეძლო მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივ თავდასხმაზე დაყოლიება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების მხარდაჭერა პრინციპული საკითხი იყო და გუნდში ერთსულოვნება უნდა ყოფილიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები