LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბობოლებში საქართველოს გარევას ითხოვენ

34

საიტზე www.change.org-ზე პეტიცია დაიდო, რომლის ავტორები “ექვსი ერის” ხელმძღვანელს, ბრეტ გოსპერს მიმართავენ, რომ საქართველო ექვსი ერის გათამაშებაში დაუშვან.

აი რა წერია პეტიციაში:
“როგორც მოგეხსენებათ საქართველოს ნაკრები მეორე დონის ევროპულ ქვეყნებში საუკეთესო გუნდია, რომელმაც მსოფლიოს თასზე ტონგა დაამარცხა.

ბოლო პერიოდში ქართული რაგბი სწრაფი ტემპით გაიზარდა. ქართველი მორაგბეები საუკეთესო ლიგებში თამაშობენ. ქართულ რაგბის დიდი პოტენციალი აქვს და ახლა სჭირდება ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან თამაშის გამოცდილება.

შევცვალოთ არსებული ვითარება და დავუშვათ საქართველო ექვსი ერის გათამაშებაში. ამის მერე გუნდი კიდევ უკეთ ითამაშებს”.

ახალი ზელანდიის ნაკრებთან ღირსეული თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდის თავკაცმა მილტონ ჰეიგმა რაგბის ხელმძღვანელებს პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ნაკრები ექვსი ერის გათამაშებაში დაუშვან.

აღნიშნულ საიტზე ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია პეტიციას შეურთდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები