LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკა შეძლებს ყველას მკურნალობას თუ ინფიცირების ზრდის ტემპი შენარჩუნდება – მაკა სოლოღაშვილი

81
Capture

“ჩვენთან მოთავსებულ მედპერსონალში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 68 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რომელთაგან 9 საყურადღებოა.

“დღეს დილის მონაცემებით კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში 84 პაციენტია, აქედან დადასტურებულად ინფიცირებულია 68. გვყავს 1 გამოჯანმრთელებული, რომელმაც კლინიკა გუშინ დატოვა. ახალი პაციენტი არ მიგვიღია, რეანიმაციული პაციენტი გადავიდა პალატაში და განაგრძობს თერაპიულ მკურნალობას. 9 პაციენტი რჩება საყურადღებო. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აცხადებს სოლოღაშვილი.

მაკა სოლოღაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ყვარლიდან ჩამოყვანილ სამედიცინო პერსონალს  დამატებითი ღრმა კვლევა დასჭირდა, კორონავირუსი მასთან არ დადასტურდა და  ქალბატონი კარანტინშია გადაყვანილი. დანარჩენ მედპერსონალში კი დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. რაც შეეხება არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც სოლოღაშვილი აცხადებს, ყველა მათგანიში დაავადება საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.

მაკა სოლოღაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა ზრდის ამ ეტაპზე არსებული დინამიკა შენარჩუნდება, კლინიკებს ექნებათ საშუალება არცერთი პაციენტი არ დატოვონ მომსახურების გარეშე.

magti 5g