LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 11 საყურადღებო და ერთი მძიმე პაციენტი ჰყავთ

69
1429401927

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისათვის კორონავირუსით 49 პაციენტი მკურნალობს. მათ შორის 11 ინფიცირებულის მდგომარეობას საყურადღებოდ მიიჩნევენ. მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, Covid-19-ის დიაგნოზით კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისათვის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. სოლოღაშვილის განმარტებით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 62 პაციენტი. აქედან Covid-19-ის დიაგნოზი 49 პაციენტს აქვს დადასტურებული. მათგან ათი 18 წლამდე ასაკისაა, 3 პაციენტი მაღალ ასაკობრივ რისკს მიეკუთვნება, ერთი პაციენტი მძიმეა და მკურნალობს რეანიმაციაში. 11 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა. გუშინ დაგვემატა 15 პაციენტი. 12 თეთრიწყაროდან და 3 ბოლნისიდან. მათი ძირითადი სიმპტომი არის ცხელება და მათი მდგომარეობაც საყურადღებოა,” – განაცხადა სოლოღაშვილმა.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, დღეს კლინიკაში 4 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g