LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში 4 გამოჯანმრთელდა, 6 კვლევაში ჩართვას ელოდება

98
bochorishvilis-klinika (1)

ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული შემთხვევით 2 ახალი პაციენტი დაემატა. ამ დროისათვის დაწესებულებაში სულ 23 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, მათ შორის ერთის მდგომარეობა საყურადღებოა. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დღეს 4 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. კვლევაში ჩართვისთვის 6 პირი ემზადება. კლინიკაში ამ დროისთვის ხუთი ბავშვი მკურნალობას.

„გუშინ დაგვემატა ორი პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით. ვირუსი ორივეს  ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდა. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც დატვირთულია ქრონიკული დაავადებებით. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ველოდებით ერთი მოზარდისა და სამი მოზრდილის გამოჯანმრთელებას.
ეს ორი ახალი პაციენტი არის ე.წ. საბურთალოს კლასტერი. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დაბალი ცხელებითა და მსუბუქი სიმპტომებით. თითქმის ერთი კვირაა, ჩვენთან ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან სხვა პაციენტებიც მკურნალობენ. საერთო ჯამში ჩვენთან ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან სულ შვიდი პაციენტია. დღეს ექვსი ელოდება კვლევაში ჩართვას, თუმცა ეს რიცხვი შეიძლება დღის ბოლომდე გაიზარდოს“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

mazda magti 5g