LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკიდან 2 მოზარდი გაეწერა

83
unnamed

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი აცხადებს, რომ დღეს მარნეულიდან 2 ინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. მისი განმარტებით, ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამ დროისათვის 6 არასრულწლოვანი კოვიდინფექციაზე მკურნალობას განაგრძობს, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებლად ფასდება. სოლოღაშვილის თქმით, დღეს  კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

„ამ დროის მონაცემებით, კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 47 პაციენტი, მათგან 22 პაციენტს Covid-19-ის ინფექცია აქვს დადასტურებული. 22 პაციენტიდან 2 ახალია, ისინი გადმოყვანილები არიან მარნეულიდან, სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან. შემოვიდნენ დადასტურებული შემთხვევით. მოზრდილები არიან და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 2 მოზრდილი კი გამოჯანმრთელდა, რომლებიც გაეწერნენ კლინიკიდან”, – აცხადებს სოლოღაშვილი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 431-მდე გაიზარდა

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისათვის იმყოფება 5 წლის ბავშვი, რომლის ჯანმრთელობა ექიმების შეფასებით დამაკმაყოფილებელია. ასევე მკურნალობს კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი.

“კლინიკაში 18 წლამდე ასაკის 6 პაციენტია. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი 5 წლის ბავშვია, ორი დღის შემოსული და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. სასულიერო პირის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. გვყავს სამი საყურადღებო პაციენტი, 8 პაციენტი კი ემზადება კვლევაში ჩასართავად”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.