LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდიში, ეს მკვლელობაა…ეს შეცდომა არ არის“ – ზელენსკი სუმიზე თავდასხმაზე, ტრამპის კომენტარს გამოეხმაურა

219
დონალდ ტრამპი, ვოლოდიმირ ზელენსკი

ბოდიში, ეს მკვლელობაა…ეს შეცდომა არ არის, – ასე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების შეკითხვას, დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომელმაც სუმის დაბომბვას „შეცდომა” უწოდა.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, მკაცრი კომენტარები გააკეთეს.

ცნობისთვის, სუმის ავიადარტყმის შედეგად 34 დაღუპულს შორის 2 ბავშვია, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის, 15 ბავშვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g