მედიკამენტები ერთ ლარად – ეს სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც ცოტა ხნის წინ კიდევ უფრო გაფართოვდა, თუმცა როგორც ჩანს მის აღსრულებაში პრობლემებია.
ბათუმელი ექიმი ზეინაბ დიასამნიძე წერს, რომ აფთიაქებში, სადაც პაციენტებს 1 ლარიანი წამლები უნდა მიეღოთ, ეს მედიკამენტები საერთოდ არ აქვს.
ამის გამო, ის თავის პაციენტებს, საზოგადოებას ბოდიშს უხდის და ბათუმში აქციას აანონსებს.
საუბარია 35 დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც 6 ქრონიკული დაავადებისას გამოიყენება.
წამლები 1 ლარად - ბახტაძემ ის ჯგუფები ჩამოთვალა, რომელიც ამ შეღავათით ისარგებლებენ
“ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს პაციენტებს… საზოგადოებას…. თუმცა …ის თემაც რისთვისაც მე თავგადაკლული ვიბრძვი ზოგადად ბათუმელების და ადამიანების ჯანსაღ ცხოვრების დაცვასთანაა მიბმული…
ბოდიში კი იმისათვის, რომ 1 ლარიანი წამლების დაანონსებული მარათონის ”სიღრმეებს” ვერ ჩავწვდი…თანაც შვებულებაშიც ვიყავი და ყველა ის მრავალრიცხოვანი ბენეფიციარი, რომლებიც …ზოგი სოფლებიდან… გარეუბნებიდან… ქალაქიდან მოდიოდნენ ჩვენთან და სულისშემხუთველ რიგებში იდგნენ…რათა რეცეპტები და ე.წ. ”ვიზა ”მიეღოთ 1 ლარიან წამლებზე… დაღლილები უკმაყოფილებასაც კი არ გახატავდნენ გრძელ რიგში დგომისათვის… არ დაგიმალავთ ჩვენი–ექიმების კისერზე ტყდებოდა ყველაფერი ეს… თუმცა ჩვენაც კმაყოფილები ვიყავით ხელისუფლების ამ ”კეთილშობილური” ჟესტით… ამ გაპარტახებულ, გამათხოვრებულ ქვეყანაში, დაავადებულ ადამიანებს თუკი იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ… ვიღაცის მხრიდან ზრუნვის ნაპერწკალი…
შვებულებიდან დაბრუნებულს გაბითურებული პაციენტების პრეტენზიები დამხვდა… იმ 2 აფთიაქში, რომელიც ქალაქის გარეუბანშია და სადაც ისედაც შეჭირვებულმა ადამიანებმა კიდევ ტრანსპორტის თანხაც უნდა გადაიხადონ…რიგში დადგნენ და იქ მისულებს პასუხობენ – წამალი არ გვაქვს და არც გვექნებაო…
რა არის ეს?!
ჰეი თქვენ… ტრიბუნებთან მდგომნო… სკამებზე მსხდომნო!… თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ?!
მაძღრად ხართ და 1 ლარიანი წამლები არ გჭირდებათ?!
დაგჭირდებათ!!! გპირდებით!!!
სულ მალე!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
Ps. ამას წინათ… ჩვენი ბოლო საპროტესტო აქციის დღეს ახალი წამლის პრეზენტაციაზე მიმიწვიეს. მადლობა ვუთხარი და თანაც განვუმარტე – აქცია მაქვს და თუკი არ გავიმარჯვეთ… თქვენი კომპანიის მედიკამენტის მიმღები ბათუმელი აღარ დარჩება ამოქოლილ ბათუმში თქო…
თქვენ წარმოიდგინეთ გამიგო რაც ვუთხარი და დამეთანხმა… მოვალ აქციაზეო …” – წერს ზეინაბ დიასამნიძე.