საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის. როგორც ის ამბობს, აცნობიერებს საზოგადოების გაღიზიანების მიზეზს.
ის, რომ სხდომა წაიყვანა არა ბერძენმა გენერალურმა მდივანმა, არამედ რუსმა დეპუტატმა, შეიძლება, აქ იყო დაშვებული შეცდომა
თუ საჭიროა, მე ვიქნები პასუხისმგებელი პირი - ზაქარია ქუცნაშვილი
„მე ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან განერვიულდა და გაღიზიანდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.
მე მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ალბათ, მე უფრო მეტად უნდა მომენდომებინა საერთაშორისო სამდივნოში მუშაობისას.
როცა ორი სკამი დადგეს პრეზიდიუმში, მაშინ უკვე მივხვდი, რომ ორივე დაჯდებოდა ზემოთ და შესაბამისად, რომელი გახსნიდა სხდომას და რომელი წაიყვანდა, ეს იყო ტექნიკური საკითხი. მე ვგრძნობ საზოგადოების დამოკიდებულებას და დიდწილად სამართლიან მღელვარებას იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი,“ – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ერთი კაციც კი თუ დავრჩებით, ვიბრძოლებთ ბოლომდე!
„პუტინ ხუილო“ - აქცია რედისონთან გრძელდება [ვიდეო]
რუსი დეპუტატების პარლამენტში მისვლის და თავმჯდომარის სავარძლის დაკავების შემდეგ, პარლამენტთან და პარლამენტში დიდი არეულობა დაიწყო. სესია შეწყდა და პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. დეპუტატები საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ფარგლებში ჩამოვიდნენ. თუმცა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მათ მიერ სხდომის წაყვანა დაგეგმილი არ იყო. “ოცნების” უმრავლესობა მიმდინარე სესიას გაემიჯნა. აქტივისტები კი საპროტესტო აქციას „რედისონთან“, სადაც დეპუტატები გადაიყვანეს, ამ დრომდე მართავენ.